2026 წლის ბოლოს 2,2% გახდება მოსახლეობა ზღვარს მიღმა. აბა, ახლა მაინც თუ ხვდებით ის საცოდავი გავლენის ბენეფიციარები, ვისაც ბომბების ცვენა გერჩივნათ სამარცხვინო მშვიდობას, რა პროცესთან გვაქვს საქმე?!

2026 წლის ბოლოს 2,2% გახდება მოსახლეობა ზღვარს მიღმა. აბა, ახლა მაინც თუ ხვდებით ის საცოდავი გავლენის ბენეფიციარები, ვისაც ბომბების ცვენა გერჩივნათ სამარცხვინო მშვიდობას, რა პროცესთან გვაქვს საქმე?!
“2024 წელს ზღვარს მიღმა მოსახლეობის 3,1% იქნება, 2025 წელს კი 2,6%-მდე შემცირდება და 2026 წლის ბოლოს 2,2% გახდება. აბა, ახლა მაინც თუ ხვდებით ის საცოდავი გავლენის ბენეფიციარები, ვისაც ბომბების ცვენა გერჩივნათ სამარცხვინო მშვიდობას, რა პროცესთან გვაქვს საქმე?!” – ამის შესახებ პარტია “ხალხის ძალის“ წევრი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, შემოსავლების ზრდის და სიღარიბის შემცირების მიმართულებით საქართველომ შესამჩნევ წარმატებას მიაღწია.
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ამ პოზიტიურ მოვლენას, შეუქცევადი ეკონომიკური დინამიკა ესაჭიროება, რაც თავისთავად, სტაბილურობასა და რაციონალურ სამშვიდობო პოლიტიკას ეყრდნობა.
„მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიში: „საქართველომ ბოლო ათწლედში შესამჩნევ წარმატებას მიაღწია შემოსავლების ზრდის და სიღარიბის შემცირების მიმართულებით“ – მსოფლიო ბანკი.
2004 წლის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 12,37% იყო.; 2004-2012 წლებში უკიდურეს სიღარიბეში, საშუალოდ 12,78% იმყოფებოდა ანუ იმაზე მეტი, ვიდრე 2004 წელს; კლება შეინიშნება 2012 წლიდან და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პირველი წელს დაფიქსირდა 11%; 2019 წელს 6%-მდე იყო; 2023 წელს 3.5%-ზე ჩამოვიდა.
მსოფლიო ბანკის მოლოდინები: 2024 წელს ზღვარს მიღმა მოსახლეობის 3,1% იქნება, 2025 წელს კი 2,6%-მდე შემცირდება და 2026 წლის ბოლოს 2,2% გახდება.
აბა, ახლა მაინც თუ ხვდებით ის საცოდავი გავლენის ბენეფიციარები, ვისაც ბომბების ცვენა გერჩივნათ სამარცხვინო მშვიდობას, რა პროცესთან გვაქვს საქმე?! ამ უპრეცედენტო მასშტაბის პოზიტიურ მოვლენას, შეუქცევადი ეკონომიკური დინამიკა ესაჭიროება. თავისთავად, ეკონომიკურ დინამიკას კი სტაბილურობა და რაციონალური, სამშვიდობო პოლიტიკა. რაც დრო გავა, ყველა მიხვდება თუ რა ფასი აქვს მშვიდობას და რას ნიშნავს, რეალურად სუვერენული სახელმწიფო”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.
Previous: მმართველი გუნდი საქართველოს ინტერესების სადარაჯოზეა, ხოლო ნაცსექტა ვასალი და ანტისახელმწიფოებრივია – დასავლეთს პროცესების სამართავად მარიონეტები ურჩევნია

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ფერისცვალებას დოღზე შეკრებილ ხალხს მართლმადიდებლურ დღესასწაულთან ერთად ეს სახალხო დღესასწაულიც მიულოცა, მისი სიტყვები ოპონენტებმა არასწორად, მათთვის სასურველი შინაარსით გააჟღერეს და პრეზიდენტის ხალხისადმი გულითადი მიმართვის შინაარსის დაკნინება სცადეს