„ვისოლისა“ და „სმარტისთვის“ 2025 წელი მრავალმხრივი წარმატების წელი იყო, 2026 წლისთვის კი კომპანია რებრენდინგის პროცესის დასრულებასა და ყველა ბენზინ გასამართი სადგურის განახლებას გეგმავს.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში „ვისოლისა“ და „სმარტის“ მარკეტინგის დირექტორი ჯაბა ბოკუჩავამ განაცხადა, 2025 წლის მანძილზე კომპანია არაერთი ღონისძიების მხარდამჭერი და მეგობარი გახდა, განსაკუთრებით აქტიურად კი ავტო-მოტო სპორტში იყო ჩართული.
„საკმაოდ წარმატებული წელი გამოგვივიდა და მრავალმხრივ მივაღწიეთ ძალიან ბევრ წარმატებას. წელი საკმაოდ აქტიური იყო თუნდაც ჩვენი თანამონაწილეობით ავტო-მოტო სპორტში. ძალიან ბევრი ღონისძიებისა და სპორტსმენის მხარდამჭერი და მეგობარი გავხდით.
ასევე, ქსელურად ძალიან სტრატეგიულად გავიშალეთ და ახალი კონკრეტული ლოკაციები შევთავაზეთ მომხმარებლებს. გამოვყოფ ჟინვალის ლოკაციას, სადაც ახალი „ვისოლი“ და „სმარტი“ გაიხსნა. ასევე, ბორჯომის ლოკაციას. ზამთრის კურორტებიდან გამომდინარე, ჩვენი მომხმარებლებისთვის ეს სივრცეები ძალიან მნიშვნელოვანია შესასვენებლად, ძალების შესავსებად და მგზავრობის გასაგრძელებლად.
ციფრულადაც ძალიან წარმატებული წელი გვქონდა. ჩვენი მობილურის აპლიკაციას მომხმარებელთა 80% იყენებს“, – აცხადებს ჯაბა ბოკუჩავა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც ჯაბა ბოკუჩავა განმარტავს, 2025 წელს დაიწყო „ვისოლის“ რებრენდინგის პროცესი და სრულად ალბათ, 2026 წელს დასრულდება. გარდა ამისა, კომპანიას გეგმაში აქვს 10-15 „სმარტის“ გახსნა და შესაბამისად, ქსელის გაფართოების მიმართულებითაც აქტიური წელი იქნება.



