2026 წელს ტურისტული მოგზაურობები „მნიშვნელოვნად“ მეტი იქნება, ვიდრე საქმიანი მოგზაურობები – გამოკითხვა

დამოუკიდებელი სასტუმრო ბრენდების ალიანსმა, გლობალურმა სასტუმროთა ალიანსმა (GHA), 2026 წლის მოგზაურობის ტენდენციები გამოავლინა, მისი GHA DISCOVERY ლოიალობის პროგრამის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელშიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 32 მილიონზე მეტი მოგზაური მონაწილეობს.
ორგანიზაცია, რომლის შტაბ–ბინაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია განთავსებული, გამოკითხვა 2025 წლის ოქტომბერში ჩაატარა და სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეთა 4200 პასუხი გააანალიზა.
შედეგად, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ 2026 წელს მოგზაურები უფრო ინფორმირებული არჩევანით იხელმძღვანელებენ, ამასთან, კომფორტსა და ავთენტურობას მიანიჭებენ უპირატესობას.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 65% მოგზაურობას საკუთარი იდენტობის გამოხატულებად მიიჩნევს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოხატულია Z თაობის წარმომადგენლებში, სადაც 50% აცხადებს, რომ მოგზაურობა კარიერულ მიღწევებზე უფრო მნიშვნელოვანია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს განწყობა ყველაზე მკვეთრად გერმანიაში, -ში, ტაილანდში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ინდოეთშია გამოხატული.
ანალიტიკოსების თქმით, 2026 წელს დასასვენებლად განკუთვნილი მოგზაურობები „მნიშვნელოვნად“ გადააჭარბებს საქმიან მოგზაურობებს: მოგზაურები საშუალოდ ექვს პირად მოგზაურობას გეგმავენ ოთხი საქმიანი მოგზაურობის წინააღმდეგ.
გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (47%) დასასვენებლად მოგზაურობის ზრდას ელის, მაშინ როცა მხოლოდ 12% გეგმავს სამუშაოდ მეტ მოგზაურობას. GHA იუწყება, რომ ამ ცვლილებას Z თაობა და მილენიალები უხელმძღვანელებენ.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე