2026 წელს პედაგოგების ხელფასები არ გაიზრდება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე BMG-ის კითხვაზე პასუხისას აღნიშნავს, რომ მომდევნო წელს სკოლის პედაგოგთა ანაზღაურება არ გაიზრდება. გიორგი კაკაურიძის თქმით, პედაგოგთა ანაზღაურებები გასულ წელს 30-35%-ის ფარგლებში გაიზარდა, რის გამოც მომდევნო წელს ანაზღაურებების გადახედვა არ იგეგმება. თუმცა, მოიმატებს სკოლების ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის ხელფასები.
“მასწავლებლების ხელფასები გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა და დაახლოებით 3 წლის ზრდა რაც უნდა ყოფილიყო ის ერთიანად გაიზარდა და 30-35%-ით მოიმატა ხელფასებმა, მომდევნო წელს კი არ არის პედაგოგთა ანაზღაურების ზრდა განსაზღვრული.
მომდევნო წელს კი ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა არის დაგეგმილი,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
2026 წელს საჯარო სკოლების ჯამური დაფინანსება 98 მილიონი ლარით, 1.67 მილიარდ ლარამდე იზრდება. აღნიშნული მატება ძირითადად სკოლის ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურებების ზრდას უკავშირდება.(ბიემჯი)

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილი სიუჟეტი ვნახეთ, როგორც კი საქმე-საქმეზე მიდგა, ყველამ სიმხდალე გამოიჩინა, უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პედიატრმა უარყოფა დაიწყო – ყველამ კეთილი ინებოს და გამოძიებას ჩვენებები მისცეს

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის შიდა სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ევროპულ სტრუქტურებში კორუფცია არ იყოს – არსებობს ეჭვი, რომ კორუფციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ფარულად ხდება საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსება