2026 წელს ევროპელთა ნახევარი ახალი სამსახურის ძებნას დაიწყებს, თუმცა უმეტესობა ამისთვის მზად არ არის

ახალ წელს, ახალი იმედები მოაქვს, ხოლო იანვარი კარიერული ცვლილებებისთვის პოპულარულ პერიოდად ითვლება.
LinkedIn-ის ახალი კვლევის თანახმად, ევროპელთა თითქმის ნახევარი (47%) 2026 წელს ახალი სამსახურის ძებნას აპირებს, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა (77%) მოუმზადებლად გრძნობს თავს ამისთვის.
ამავდროულად, რეკრუტერები საკუთარი გამოწვევების წინაშე დგანან: უმეტესობა ამბობს, რომ კვალიფიციური სპეციალისტების პოვნა უფრო რთული გახდა.