2026 წლის 1 იანვრამდე, ელექტროენერგიის ბირჟაზე ვაჭრობასთან დაკავშირებული ყველა ტარიფი ნულოვან დონეზე შენარჩუნდა. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2025 წლის 27 აგვისტოს #28 დადგენილებით დაამტკიცა ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასურები. დადგენილების მიხედვით, 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე, ელექტროენერგიის ბირჟაზე ვაჭრობასთან დაკავშირებული ყველა ტარიფი შენარჩუნდა ნულოვან დონეზე.
