2025 წლის 1-ელი იანვრიდან პარლამენტის წევრთა ხელფასების გაზრდის ინიციატივა პარლამენტმა სამივე მოსმენით დაამტკიცა

2025 წლის 1-ელი იანვრიდან პარლამენტის წევრთა ხელფასების გაზრდის ინიციატივა პარლამენტმა სამივე მოსმენით დაამტკიცა. პარლამენტის თავმჯდომარის ს მიერ შეთავაზებული კანონის პროექტი მესამე მოსმენით 80 – ხმით მიიღეს.
ამ მიმართულებით რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი რამდენჯერმე ჩასწორდა. პროექტის თავდაპირველი ვარიანტით პარლამენტის წევრების გაზრდილი ხელფასები კონკრეტული რიცხვებით იყო წარმოდგენილი და საპარლამენტო თანამდებობების შესაბამისად, 8 250 – 10 000 ლარის ფარგლებში იყო განსაზღვრული.
პროექტი პირველი მოსმენით განხილვისას დაკორექტირდა და დეპუტატთა გაზრდილი ხელფასები რიცხვების ნაცვლად, კოეფიციენტებში აისახა, რომელიც “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით არის განსაზღვრული. პირველი მოსმენით დამტკიცებული პროექტით, დეპუტატების ხელფასებთან დაკავშირებით 7-დან 8.5-მდე კოეფიციენტი დადგინა. როგორც ცვლილებების ინიციატორმა შალვა პაპუაშვილმა სესიაზე, პროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს განმარტა, კანონით დადგენილი კოეფიციენტის მაქსიმალური ზღვარი 8-დან 10-მდეა, ხოლო პარლამენტის მიერ კანონით დადგენილი კოეფიციენტების ბოლომდე ათვისება არ ხდებოდა.
“მსურს აღვნიშნო, რომ კოეფიციენტების ათვისება ბოლომდე არ ხდება. კანონით მაქსიმალური ზღვარი არის რვიდან ათამდე და ჩვენ შვიდიდან რვანახევარამდე ვაწესებთ – კოეფიციენტების ზღვართან მიახლოება დაახლოებით 85%-ით ხდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა 15 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე, რეგლამენტში ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვისას.
ამის შემდეგ პროექტი, მეორე მოსმენის დროს, კიდევ ერთხელ შეიცვალა და სადეპუტატო ხელფასები კანონით განსაზღვრული კოეფიციენტების მაქსიმალური ზღვარის ფარგლებში დადგინდა.
მესამე მოსმენით დამტკიცებული პროექტის გათვალისწინებით, მომავალი მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის შემდეგი სახელფასო კოეფიციენტები განისაზღვრება:
პარლამენტის თავმჯდომარე – 10.00;
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 9.20;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 9.00;
კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 8.50;
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 8.30;
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 8.10;
პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 8.0;
გარდა ამისა, რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, 5 000 ლარის ოდენობით იზრდება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას.
კერძოდ, რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას, გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.

ასევე დაგაინტერესებთ