2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 1 438 116 მოქალაქე მივიდა, რაც ამომრჩეველთა 40.93%-ია – ცესკო

ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განაცხადებით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 1 438 116 მოქალაქე მივიდა, რაც ამომრჩეველთა 40.93%-ს შეადგენს.
მისივე თქმით, საარჩევნო დღემ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა.
იოსელიანის თქმით, დღის განმავლობაში 24 საჩივარი დაიწერა, რაც ძირითად შეეხებოდა ფოტო-ვიდეო გადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის უბნის მოწყობას, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას და ა.შ.
„საარჩევნო კომისიის წევრები აგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები უმოკლეს დროში იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის,“ – გამაცხადა იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონტრაქტორ კომპანიას არ გააჩნდა ნებართვა ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონკრეტული სამუშაოების ჩასატარებლად – ვამზადებთ მასალებს, რომელიც საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება – მუნიციპალური განვითარების ფონდი