„2025 წლის დაგეგმვა 2024-ში იწყება, თუმცა ვერ ვგეგმავთ“ – Winglet

„2025 წლის დაგეგმვა იწყება 2024-ში, თუმცა ვერ ვგეგმავთ“, – ამის შესახებ ტურისტული კომპანია “ვინგლეთის” დამფუძნებელმა, ანა კირკიტაძემ BM.GE-სთან 2025 წლის მოლოდინზე საუბრისას განაცხადა. ის დასძენს, რომ კომპანია დაბნეულია და არ იცის მომხმარებელს რა შესთავაზოს.
მისი თქმით, დეკემბერში, როდესაც დაგეგმვის ყველაზე დიდი მაჩვენებელი, 10%-ზე მეტი მოდის, წელს ჯავშნები აღარ იყო. ანუ ადამიანებს 2025 წელის სამოგზაურო კალენდარი არ დაუგეგმავს.
„2025 წლის გეგმები იწყება 2024-ში, თუმცა ვერ ვგეგმავთ. რისი რეკლამა უნდა შევთავაზოთ მომხმარებლებს? სად წასვლა უნდა შევთავაზოთ? – სიმართლე გითხრათ, არ ვიცით. ძალიან დაბნეულები ვართ. წინა წელს ვიწყებთ ხოლმე ჯგუფების ორგანიზებას, რომლებიც მომდევნო წელს უნდა შედგეს. თუმცა, ჩვენ თვითონაც არ ვიცით ხვალ და ზეგ რა იქნება“, – აცხადებს კირკიტაძე.