2025 წლისთვის ღვინის გლობალური ბაზრის შემოსავლები 347.1 მილიარდ აშშ დოლარი მიაღწევს – როგორია საქართველოს მონაცემები

2025 წლისთვის ღვინის გლობალური ბაზრის შემოსავლები 347.1 მილიარდი დოლარი მიაღწევს. Statista-ს მონაცემების მიხედვით, აქედან 177.1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მიღებულია სუპერმარკეტებში გაყიდვების, ხოლო 169.9 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი რესტორნებში, ბარებსა და მსგავს ობიექტებში რეალიზაციის შედეგად.
ამავე მონაცემების მიხედვით, 2025-2029 წლებში მაღაზიებსა და მარკეტებში გაყიდული ღვინიდან მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად 1.73%-ით გაიზრდება. ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ 2026 წლისთვის ღვინის გლობალური ბაზრის მოცულობა 1.8%-ით შემცირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 22.67 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო საშუალო მოცულობა 2.3 ლიტრით განისაზღვრება.
რაც შეეხება საქართველოს, Statista-ს განახლებული მონაცემებით, ღვინის შემოსავლები 2025 წლისთვის 1.18 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს. ამავე პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე ღვინის შემოსავლები 262.4 დოლარს, ხოლო მოცულობა 15.26 ლიტრს გაუტოლდება. ამასთანავე, მონაცემების თანახმად, 2026 წლისთვის ქართული ღვინის ბაზრის მოცულობა მოსალოდნელია, რომ 4.2%-ით შემცირდება.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი