2025 წელს გაყიდული ყოველი მეოთხე მანქანა ელექტრო იქნება – პროგნოზი

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) პროგნოზით, 2025 წელს გაყიდული ყოველი მეოთხე ავტომობილი ელექტრომობილი იქნება.
2024 წელს მსოფლიოში 17 მილიონზე მეტი ელექტრომობილი გაიყიდა, მათმა წილმა მთლიან გაყიდვებში 20%-ს გადააჭარბა. წელს მოსალოდნელია, რომ გაყიდვები კიდევ 17%-ით, 20 მილიონ ერთეულამდე, ანუ მთლიანი მოცულობის 25%-მდე გაიზრდება.
2020 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4% იყო.
პროგნოზით, 2030 წლისთვის ელექტრომობილების წილი ბაზარზე წილი 40%-ს გადააჭარბებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გუანდუნის პროვინცია, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია. საქართველოსთვის ეს რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ექსპორტის დიდი ნაწილი სწორედ გუანჯოუს პორტების გავლით შედის ჩინეთის ბაზარზე“ – გიორგი პერტაია