„30.6 ტრილიონი დოლარის მშპ-ს მქონე შეერთებული შტატები, უდავო გლობალურ ეკონომიკურ ლიდერად რჩება და მოსალოდნელია, რომ ის ამ ლიდერობას მომავალი წლების განმავლობაში შეინარჩუნებს.
თუმცა, მაშინ როდესაც აშშ-ის მშპ, საშუალოდ წლიურად 2.1%-ით იზრდება, უახლოესი მდევარი, ჩინეთის მშპ, საშუალოდ წლიურად 8%-ით იზრდება.
საერთო ჯამში, არცერთი მსხვილი ეკონომიკა არ გაზრდილა ჩინეთზე სწრაფად. 2000 წელს, ჩინეთის ეკონომიკა 1.2 ტრილიონი დოლარიდან, დღეს, 19.4 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, რამაც გაზარდა მისი გავლენა გლობალურ წარმოებასა და ვაჭრობაზე.
სტაბილურად მესამე ადგილზე და ევროპის უმსხვილეს ეკონომიკად კვლავ გერმანია რჩება 5 ტრილიონი დოლარის მშპ-თი და საშუალოდ ყოველწლიური 1%-იანი ზრდით.
იაპონია მეოთხე ადგილზზეა 4.28 ტრილიონი დოლარის მშპ-თი და საშუალოდ ყოველწლიური 0.6%-ანი მშპ-ს ზრდით.ინდოეთმა, გაერთიანებულ სამეფოს გადაუსწრო და მსოფლიოში მეხუთე უდიდესი ეკონომიკა გახდა, 4.1 ტრილიონის მშპ-თი.
ინდოეთის საშუალო ზრდა, ბოლო 25 წლის განმავლობაში, 6.4%-ია. მაგალითად, 2026 წელს ინდოეთის საპროგნოზო ზრდა, 6.3%-ია, მაშინ როცა ჩინეთის მხოლოდ 4%.
გაერთიანებული სამეფო მე-6 ადგილზეა 3.96 ტრილიონი დოკარის მშპ-თი და საშუალოდ ყოველწლიური 1.5%-ანი მშპ-ს ზრდით“, – წერს სურამელაშვილი.




