2025 ფოტოებში | პოლიტპატიმრების ოჯახების ბრძოლა

2025 წელი პოლიტპატიმრების მშობლებმა და ოჯახის სხვა წევრებმა ბრძოლაში გაატარეს – თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ისინი მთელი წლის მანძილზე არიგებდნენ სინდისის პატიმრების წერილებისგან შემდგარ გაზეთებს და ამ გზით ებრძოდნენ სამთავრობო პროპაგანდას პროევროპულ დემონსტრაციებზე დაკავებული ახალგაზრდების წინააღმდეგ, მონაწილებდნენ დემონსტრაციებში და ითხოვდნენ პატიმრების გათავისუფლებას, ამ ბრძოლაში ზოგიერთი მათგანი თავადაც აღმოჩნდა ციხეში.
100-ზე მეტი პოლიტპატიმარი ჰყავს საქართველოს 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ. ამ დღეს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ აჩერებენ ევროინტეგრაციის პროცესს, რასაც მასობრივი პროევროპული დემონსტრაციები მოჰყვა.
თვალი გადავავლეთ პოლიტპატიმრების ოჯახების ბრძოლას “ნეტგაზეთის” ფოტოებში:
ფოტო: ნეტგაზეთი | 09.04.2025 სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა 9 აპრილის ღამე მემორიალთან გაათენეს.
ფოტო: ნეტგაზეთი | 11.06.2025 პოლიტპატიმრების მშობლებმა გაზეთის “თავისუფლების ხმა ციხიდან” ახალი ნომრის პრეზენტაცია გამართეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დამნაშავედ ცნეს ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრები, რომლებმაც არასრულწლოვანი დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე, მიაყენეს დაზიანებები, აიძულეს ბოდიში მოეხადა „ლიდერისთვის“

გიგი წერეთელი – წარმოუდგენელია, რომ 2026 წელი დგება და ქვეყანაში პოლიტიკური და სინდისის პატიმრები გვყავს – ცუდი ვითარებაა და ეს იყო „ოცნების“ გეგმა, დაჭერების კასკადი და შიდა ბრძოლები არ მეტყველებს იმაზე, რომ მათ დიდი ძალა აქვთ