2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, “ნაციონალური მოძრაობა”, იმის ნაცვლად, რომ პარლამენტში შემოვიდეს, ჩაბარდება ელიავას ბაზრობაზე – რატი იონათამიშვილი

ვინ ვისთან ხედავს სამომავლოდ საკუთარ პოლიტიკურ გზას ოპოზიციაში – მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას ამ შემადგენლობით მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში მოხვედრა გაუჭირდება.
“2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის “ნაციონალური მოძრაობა” იმის ნაცვლად, რომ პარლამენტში შემოვიდეს, ჩაბარდება ელიავას ბაზრობაზე. აქ საინტერესო იქნება ის, რომ იქ ის სხვა ე.წ. პარტიუკებსაც შეხვდება და მათი ადგილი ერთიანად იქნება ამ ბაზრობის ტერიტორიაზე. ეს ბუნებრივი და ლოგიკურია. ეს ადამიანები საუბრობენ მხოლოდ იმაზე თუ რა გზები გამოიყენონ იმისთვის, რომ პარლამენტში მოხვდნენ და მათ სხვა მიზანი არა აქვთ. როცა ჩვენი მიზანი არის ქვეყნის წინსვლა, განვითარება და პროგრესი, მათი მიზანი არის პარლამენტში ყოფნა – ესეც არის ღირებულებითი სხვაობა,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.
ამასთან, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით კი, არცერთი პარტია არ არის ოპოზიციაში, რომელსაც მწყობრად აქვს ჩამოყალიბებული ღირებულებების სისტემა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში