2024 წლის პირველ ნახევარში კვლავ ნარჩუნდება დადებითი სავაჭრო ბალანსი – Galt & Taggart–ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა

2024 წლის პირველ ნახევარში კვლავ ნარჩუნდება დადებითი სავაჭრო ბალანსი – ამის შესახებ ნათქვამია Galt & Taggart-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში.
„ექსპორტის მოცულობის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებამ, ხოლო იმპორტის საჭიროების კლებამ, მიმდინარე წელს დადებითი სავაჭრო ბალანსი გაზარდა, რამაც 0.3 ტვტ.სთ შეადგინა. თუმცა ღირებულებაში სავაჭრო ბალანსი გაუარესდა,რადგან იმპორტის ღირებულება გაიზარდა, ხოლო საექსპორტი ფასი შემცირდა“ – ვკითხულობთ მიმოხილვაში.
„2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობამ 0.8 ტვტ.სთ შეადგინა (+0.1% წ/წ). წლიურ ჭრილში ზრდა მიზერულია, თუმცა გასულ წლებთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა მაღალი რჩება – 2021 წლიდან გაორმაგებულია, 2022-თან შედარებით კი 21%-ით გაზრდილი. მოცულობის ზრდის მიუხედავად,
წლიურად 31.5%-ით შემცირდა ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი, რაც ძირითად საექსპორტო ბაზარზე – თურქეთში შემცირებული ფასით აიხსნება. 2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ექსპორტის 83.8% (634.6 გვტ.სთ) თურქეთში გავიდა, 11.9% (89.8 გვტ.სთ) სომხეთში, ხოლო დარჩენილი 4.2% (32 გვტ.სთ) აზერბაიჯანში. ექსპორტის საშუალო ფასი 4.8 ცენტი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31.5%-იანი კლებაა.
2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 23.9%-ით შემცირდა. საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა 0.5 ტვტ.სთ შეადგინა (ჯამური მოთხოვნის 5.9%). იმპორტირებულ ელექტროენერგიაში უმეტესობა, 91.4% დან მოდიოდა, დანარჩენი 8.6% კი – აზერბაიჯანიდან. აღსანიშნავია, რომ საშუალო საიმპორტო ფასმა 0.7 აშშ ცენტი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (0.1 აშშ ცენტი) ბევრად მეტია. ზრდა გასული წლის დაბალი ბაზის შედეგია, როცა იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან ს რეგიონის მოხმარების მიზნით ხორციელდებოდა, აფხაზეთი კი ელექტროენერგიას რუსეთიდან სპეციალურ ფასად
იღებს. რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია წელსაც სრულად აფხაზეთის მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი“ – ნათქვამია მიმოხილვაში.