2024 წლის იანვარში ხმელთაშუა ზღვაში 100-მდე ადამიანი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა – ერთ წელიწადში მაჩვენებელი ორჯერაა გაზრდილი

2024 წლის იანვარში ხმელთაშუა ზღვაში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მიგრანტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება, – ინფორმაციას Euronews-ი გაეროს მიგრაციის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის მხოლოდ ერთ თვეში, ხმელთაშუა ზღვაში 100-მდე ადამიანი დაიღუპა ან გაუჩინარდა.
რაც შეეხება ერთწლიან მაჩვენებლებს – 2023 წელს 3 041 მიგრანტია დაღუპული ან დაკარგული, რაც, 2022 წელთან შედარებით, მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებელია (2022 წელი: 2 411 დაღუპული ან დაკარგული).
ყოველწლიურად, ათასობით ადამიანი (ძირითადად, აფრიკის ქვეყნებიდან) ცდილობს, ევროპის კონტინენტამდე მიაღწიოს. მათი უმეტესობა ამისთვის ხმელთაშუა ზღვას კვეთს, თუმცა, ხშირად, ნავები გადატვირთვას ვერ უძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩიაშვილის განმარტებები არის სიცრუე, ასევე ფაქტების დამახინჯების მცდელობა. ადგილი ჰქონდა არა კრიმინალურ ქმედებას, არამედ მორიგების მცდელობას-ბრალდებულის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მიზანია აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა და თითქოსდა სკანდალური ინფორმაციის გავრცელება

წარმავალი “დიფ სთეითი” მაინც ცდილობს, რომ როგორმე შეაფერხოს ბიძინა ივანიშვილი. Julius Baer იქნება თუ აგენტოკრატიის სხვა გოშია ინსტიტუტი, მაინც ვერანაირად გააჩერებენ საქართველოზე მზრუნველ ივანიშვილებს