2024 წლის იანვარში, ს მხარდაჭერის მიზნით, საერთაშორისო საარტილერიო კოალიცია შეიქმნება

2024 წლის იანვარში პარიზში მუშაობას დაიწყებს საერთაშორისო საარტილერიო კოალიცია უკრაინის არმიის გასაძლიერებლად, რომლის ამოცანები მოიცავს სთვის მოკავშირე ქვეყნებიდან საარტილერიო სისტემების მიწოდებას.
ამის შესახებ ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ივან გავრილიუკისა და საფრანგეთის სენატის დელეგაციის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები საფრანგეთიდან თვითმავალი საარტილერიო სისტემების Caesar-ის შემდგომი შეძენით არის დაინტერესებული. აღნიშნულ საარტილერიო სისტემებს პარიზი კიევს 2022 წლის შემოდგომიდან აწვდის და მხარს უჭერს ს ქვეყანაში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. გავრილიუკის თქმით, ფრანგულმა ჰაუბიცებმა ბრძოლაში მაღალი ეფექტურობა და სიზუსტე აჩვენეს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2024 წელს დაგეგმილია Caesar-ის გამოცდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. მისი განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება 30 პროცენტით გაზრდის სამიზნეებზე დარტყმის განხორციელების წარმატებას და საბრძოლო მასალის გამოყენებას შეამცირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა