2024 წლის ევროპის TOP 20 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ბათუმი მოხვდა

European Best Destinations-მა ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც, 172 ქვეყნის 1 მილიონზე მეტი მოგზაურის მიერ არჩეული ევროპის 2024 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებებია განხილული.
მოგზაურები 500 სხვადასხვა ქალაქიდან მათთვის გამორჩეულს აძლევენ ხმას, შედეგებით კი 20 საუკეთესო ტურისტული მიმართულება დგინდება.
წელს ამ რეიტინგში ც მოხვდა და მეხუთე ადგილი დაიკავა.
„დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი გაცილებით უფრო გასაოცარი, ამაღელვებელი, ხელმისაწვდომი და ეგზოტიკურია.
აჭარის რეგიონი გამორჩეული დანიშნულებაა, თუ სიახლეს ეძებთ. ბათუმში დაგხვდებათ ევროპაში ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები და კარგად შემონახული ტრადიციული მემკვიდრეობა. სუბტროპიკული კლიმატის წყალობით, ბათუმს გამოარჩევს ბუნებრივი მწვანე საფარი. აქვე შეხვდებით მე-19 საუკუნის ბოტანიკურ ბაღს, რომელიც მდიდარია იშვიათი ჯიშის მცენარეებით. თავად ქალაქის შემოგარენში სამ ეროვნულ პარკს შეხვდებით, რომლებიც UNESCO-ს მიერაა აღიარებული,“ – აღნიშნულია სტატიაში.
2024 წლის ევროპის TOP-20 საუკეთესო ტურისტული მიმართულება:
1) მარბელა, ესპანეთი
2) მონაკო
3) მალტა
4) ჟენევა, შვეიცარია
5) ბათუმი, აჭარის რეგიონი, საქართველო
6) რიგა, ლატვია
7) მადეირა, პორტუგალია
8) ფლორენცია, იტალია
9) ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
10) რეიკიავიკი, ისლანდია
11) ლეჟ-კაპ-ფერეტი, საფრანგეთი
12) სიენა, იტალია
13) პონზას კუნძული, იტალია
14) პორტო-ვეჩიო, კორსიკა, საფრანგეთი
15) შამპანურის ღვინის რეგიონი, საფრანგეთი
16) ფაროეს კუნძულები,
17) სირმიონე, ლომბარდია, იტალია
18) პირანი, სლოვენია
19) ნიუკი, ინგლისი
20) ტასოსი, ეგეოსის ზღვა, საბერძნეთი