2024 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 10.1%-ით შემცირდა – Galt&Taggart

2024 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 10.1%-ით შემცირდა – Galt&Taggart
ჩვენი შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 10.1%-ით შემცირდა და 220 მლნ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვაში წერია.
საინვესტიციო ბანკში ამბობენ, რომ ჯამურად, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 5.5%-ით გაიზარდა და 4.4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
ცნობისთვის, 2024 წლის ცხრა თვეში (ბოლო ოფიციალური მონაცემები) საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.46 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით მეტია. სულ აღნიშნულ პერიოდში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 5.04 მილიონი ვიზიტი შედგა, რაც წლიურად 4.5%-ით არის გაზრდილი.
ტურიზმის სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის 9 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ს მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთა ვიზიტებიც 1,111,004-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი წლიურად 3.3%-ით არის შემცირებული, ასევე შემცირებულია რუსეთის ფედერაციის ტურისტების დანახარჯები საქართველოში, რამაც წელს 675 მილიონი დოლარი შეადგინა. 2023 წლის 9 თვეში რუსეთის მოქალაქეთა ტურისტული დანახარჯები საქართველოში 12%-ით, ანუ 93 მილიონი დოლარით უფრო მაღალი იყო.