საქართველოში 2024 წელს ციტრუსის წარმოება შემცირდა. საქსტატის მიხედვით, ქვეყანამ გასულ წელს ჯამში 55.4 ათასი ტონა ციტრუსი აწარმოა, რაც 22.7%-ით ნაკლებია წინა 2023 წლის მაჩვენებელზე. ციტრუსის წარმოების შარშანდელი მაჩვენებელი ოდნავ აჭარბებს 2022 წლის მაჩვენებელს, როცა საქართველომ 53.1 ათასი ტონა ციტრუსი მოიწია.
შარშან შემცირდა ციტრუსის ექსპორტიც.
საქსტატის მიოხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან 3,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5000-მდე ტონა ციტრუსი გავიდა. შარშან კი იანვარ-თებერვალში ქვეყანამ საზღვარგარეთ 9,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 16 000 ტონამდე ციტრუსი გაყიდა. 2024 წელს ქვეყნიდან 34,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 58 000 ტონამდე ციტრუსი დაექსპორტდა, 2023 წელს – 34,8 მლნ აშშ დოლარის 53 500 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა.
ქართული ციტრუსი ყველაზე მეტად რუსეთსა და სომხეთში იყიდება.
ციტრუსის საექსპორტო ქვეყნები (2024 წელი):
· რუსეთი – 22,6 მლნ აშშ დოლარი – 35 829 ტონა
· სომხეთი – 10,4 მლნ აშშ დოლარი – 19 456 ტონა
· უკრაინა – 791 060 აშშ დოლარი – 1 311 ტონა
· ბელარუსი – 276 970 აშშ დოლარი – 402 ტონა
· აზერბაიჯანი – 357 950 აშშ დოლარი – 373 ტონა
· ყაზახეთი – 56 890 აშშ დოლარი – 142 ტონა
· გერმანია – 369 060 აშშ დოლარი – 75 ტონა
· მოლდოვა – 31 930 აშშ დოლარი – 61 ტონა
· თურქეთი – 19 710 აშშ დოლარი – 34 ტონა
· მონღოლეთი – 23 230 აშშ დოლარი – 20 ტონა
· უზბეკეთი – 13 790 აშშ დოლარი – 19 ტონა
