2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4%, პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი, გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ 2028 წლისთვის მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში

2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4%, პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი, გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ 2028 წლისთვის მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ზრდა აისახოს სიღარიბის დაძლევაზე, სიღარიბე არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯერ კიდევ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი და ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მაქსიმალურად შემცირდეს სიღარიბის დონე ქვეყანაში.
„ამ კუთხითაც 2024 წელს გვქონდა შთამბეჭდავი შედეგი. კერძოდ, 2024 წელს 90 000-მა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. მინდა შეგახსენოთ, როგორი იყო მონაცემები 2012 წელს, 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა, როდესაც წინა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია გვაუწყებდა, რომ ქვეყანა იყო აყვავებული და მოსახლეობა ბედნიერი. 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. 30% იყო სიღარიბის მაჩვენებელი და ეს მაჩვენებელი 1 100 000-ზე მეტიდან შემცირდა 350 000-მდე. რა თქმა უნდა, ესეც მაღალი მაჩვენებელია.
ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა, როდესაც ჩვენი 350 000 თანამოქალაქე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი იქამდე, ვიდრე არ განულდება ეს მაჩვენებელი. ტემპი გვაქვს ძალიან კარგი და ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში, საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ შევძლებთ სიღარიბის სრულად დაძლევას ჩვენს ქვეყანაში. ამის გარანტი იქნება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება. 2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4% ჩვენს ქვეყანაში. პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 2023 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 11.8% და ეს მაჩვენებელი შემცირდა 2.4 პროცენტული პუნქტით. აქაც გვაქვს ამბიციური მიზანი, 2028 წლისთვის გვინდა, რომ მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. არსებული ტემპის გათვალისწინებით ეს შედეგი აბსოლუტურად მიღწევადია“, – განაცხადა მ.
Next: ჩვენ ისტორიულად ერთმანეთთან ვაკავშირებდით ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ჩვენი სურვილია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას