2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3 587 პირს მიენიჭა, რაც 476-ით ნაკლებია, ვიდრე 2023 წლის 12 თვეში. მათ შორის პირველ ადგილზე რუსეთის მოქალაქეები არიან -2 361 პირი. მეორე ადგილზეა გერმანია -251 პირი. მესამეზე კი უკრაინა 175. ხუთეულში ასევე არიან ისრაელი-141 პირი და სომხეთი -131 პირი.
იმ 3 587 ადამიანიდან, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა დაბადების ადგილად საქართველო 2 739 აქვს მითითებული 844-ს კი სხვა ქვეყანა, 4-ს არ აქვს მითითებული.
საქსტატის თანახმადვე, ბოლო 10 წელიწადში საქართველოს მოქალაქეობა 36 728 ადამიანმა მიიღო.
· 2015 – 4,016
· 2016 – 4,879
· 2017 – 4,447
· 2018 – 4,019
· 2019 – 2,991
· 2020 – 2,324
· 2021 – 2,485
· 2022 – 4,869
· 2023 – 3,111
· 2024 – 3,587
2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 1 592 ადამიანს შეუწყდა, აქედან 1 177 საქართველოში, ხოლო 141 სხვა ქვეყანაში იყო დაბადებული, 1-ის შემთხვევაში კი არ იყო მითითებული.
