2024 წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 1,7 მლრდ ლარი – ლაშა ხუციშვილი

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიმართულ თანხებზე.
როგორც მან აღნიშნა, 2024 წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 1,7 მილიარდი ლარი, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლებიდან დაფინანსდება 450 მლნ ლარის პროექტები, მათ შორის:
· რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში გათვალისწინებულია 450 მლნ ლარი;
· თბილისის კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე მიიმართება 539 მლნ ლარი;
· მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ პროექტებზე მიიმართება 266 მლნ ლარი;
· მაღალმთიანი დასახლებების ფონდის ფარგლებში, კი მიიმართება 20 მლნ ლარი.

ასევე დაგაინტერესებთ

„მიუხედავად იმისა, რომ შედეგები არის შთამბეჭდავი, ჩვენ გვჭირდება დამატებითი ძალისხმევა იმისათვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე