2024 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე მალტა გახდება

2024 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე მალტა გახდება, – ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთო-ს თავმჯდომარემ, ბუიარ ოსმანიმ ეუთო-ს მინისტერიალის გახსნით სხდომაზე განაცხადა.
„მალტის რესპუბლიკამ ეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობით აიღო. დარწმუნებული ვარ, რომ ესტონეთი ეუთო-ს დამსახურებული თავმჯდომარე გახდება და ეს მომენტი ძალიან მალე დადგება“, – განაცხადა ბუიარ ოსმანიმ.
ეუთო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები მალტისთვის თავმჯდომარეობის გადაცემას ხვალ დაადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რუსეთმა და ბელარუსმა ესტონეთის მომავალ თავმჯდომარედ დანიშვნას ვეტო დაადეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას