“2024 წელს გარედან კაპიტალი ფაქტობრივად არ შემოსულა – 2025 წელს მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო იქნება” – რომან გოცირიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი:
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მონაცემების მიხედვით 2024 წელს გარედან კაპიტალი ფაქტობრივად არ შემოსულა. ინვეტიციების 86 პროცენტი რეინვესტირება იყო, ანუ ადგილობრივი კომპანიების მიერ მოგების უკან ჩაბრუნება. მთლიანი ინვესტიციების მოცულობა 2023 წელთან შედარებით 18 პროცენტით შემცირდა.
2025 წელს მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო იქნება. ამ ხელისუფლების მმართველობაში კიდევ რამდენიმე წლით დარჩენის შემთხვევაში თუ რა მოხდება, ძნელი მისახვედრი არ არის. საერთაშორისო იზოლაცია არა მხოლოდ ინვესტიციებზე, არამედ ბევრ სხვა რამეზე მოახდენს გავლენას.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება