2024 წელს ანაკლიის პორტის განვითარებისთვის 2.4 მლნ ლარი, წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის კი 50 მლნ ლარი დაიხარჯება – რას გეგმავს მთავრობა?

„50 მლნ ლარი გათვალისწინებულია ანაკლიის პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტის მესამე წარდგინებაში წერია.
გარდა ამისა, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის 2.4 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 450 ათასი ლარით ჩამორჩება. აღნიშნული თანხიდან 8 დასაქმებულისთვის შრომის ანაზღაურებაზე მომავალ წელს 360 ათასი ლარი იქნება გათვალისწინებული.
რაც შეეხება მთავრობის გეგმას, პრემიერ ს თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯამურად 70 მილიონი ლარი.
„ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯამურად 70 მილიონი ლარი. 50 მილიონი ლარი იქნება 2024 წელს ჩადებული და 20 მილიონი უკვე წელს გამოვუყავით. ჩვენი მხრიდან დასადები თანხები უკვე მობილიზებულია, დაიწყება მშენებლობა გაზაფხულზე, ასეთი გეგმის მიხედვით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ახლა ინვესტორის შერჩევა, რომელიც მალე დასრულდება, მაქსიმუმ დეკემბერ-იანვარში გამოვაცხადებთ გამარჯვებულ ინვესტორს და ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის მარტ-აპრილში, დაახლოებით ასეთი გეგმა გვაქვს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე ინფორმაციით, 2024 წელს დაიწყება საზღვაო სამშენებლო სამუშაოები. ამავე წელს გამოვლინდება კერძო პარტნიორი, რომელთანაც გაფორმდება კონცესიის ხელშეკრულება. 2024 წელს ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყება. მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევის პროცესი, რომელიც სახელმწიფოსთან თანამონაწილეობით განავითარებს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურას.
ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის თქმით, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, პროექტის განხორციელების შემდეგი ეტაპისთვის შეირჩა 2 პრეტენდენტი. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მათ მიეცათ ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოსადგენად რამდენიმეთვიანი ვადა, წარმოდგენილ წინადადებათა შეფასების შედეგად კი კომისია გამარჯვებულს გამოავლენს. ვიცე-პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი, ხოლო საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ დოლარი.
მთავრობა ანაკლიის პორტზე ახალ-ახალი ტენდერის გამოცხადების ინიციატივით არაერთხელ გამოვიდა, ტარდებოდა მილიონიანი კვლევებიც და მინისტრებიც აქტიურად გვარწმუნებდნენ სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ არსებობის აუცილებლობაზე, თუმცა რამდენიმეთვიანი დამაიმედებელი განცხადებების შემდეგ, პორტის საკითხი კვლავ დავიწყებას ეცემოდა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ კუთხით გამონაკლისი არც მომავალი წელი იქნება.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მ საზეიმო ვითარებაში განაცხადეს. 2020 წლის 9 იანვარს კი საქართველოს მთავრობამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულება გაუწყვიტა.