2024 წელს ყველაზე მეტი ქონების დაგროვებას ჯენზი ქალები ელიან

Knight Frank Next Gen Survey-მა თაობების მიხედვით გამოიკვლია – რომელი თაობისა და რომელი სქესის წარმომადგენლები მოელიან გამდიდრებას 2024 წელს. ამისათვის მსოფლიოს მასშტაბით, ყველა თაობის (ჯენზი, მილენიალები, ბუმერები), 600 მდიდარი ადამიანი გამოიკითხა, რომელთაც 1 მილიონ დოლარზე მეტი ქონება ან წელიწადში 200 000 დოლარზე მეტი შემოსავალი აქვთ.
კვლევის მიხედვით, გამოკითხული ჯენზი ქალების 81% 2024 წელს სიმდიდრის ზრდას მოელის, რაც ყველაზე ოპტიმისტური შედეგია. ამას გარდა, უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილნი სიმდიდრის ზრდასთან დაკავშირებით, ვიდრე დანარჩენები. ყველაზე ოპტიმისტები, გამდიდრებასთან მიმართებაში, კი მილენიალი მამაკაცები არიან.
ამასთან, მილენიალები, სავარაუდოდ, ყველაზე მდიდარი თაობა გახდებიან, რადგან მათ ბუმერი მშობლები უახლოესი 2 ათწლეულის განმავლობაში მათ 90 ტრლნ დოლარის აქტივებს გადასცემენ.
შეგახსენებთ, რომ ბუმერებში – 1946 წლიდან 1964 წლამდე დაბადებული ადამიანები მოიაზრებიან;
თაობა X-ში – 1965 წლიდან 1980 წლამდე დაბადებულები;
მილენიალების თაობაში – 1981 წლიდან 1996 წლამდე დაბადებულები;
ჯენზიში – 1997 წლიდან 2010 წლებში დაბადებულები.

ასევე დაგაინტერესებთ