2023 წლის ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანია Qantas-ია – რეიტინგი

AirlineRatings.com-ის მიხედვით, Qantas 2023 წლის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიად დასახელდა, 2022 წელს ის ამ რეიტინგში მეორე ადგილზე იყო. პორტალი ავსტრალიურ ავიაკომპანიას, 100 წლიანი ოპერირების განმავლობაში ყველაზე გამოცდილ ბიზნესად ასახელებს.
2022 წელს 32,2 მილიონ ფრენაზე დაფიქსირდა ხუთი ფატალური ავარია. 2022 წელს დაფიქსირდა 39 ინციდენტი, 2021 წელს 29, მაგრამ მაინც ნაკლებია, ვიდრე უბედური შემთხვევების ის საშუალო მაჩვენებელი – 43 ავარია, რომელიც 2018 წლიდან 2022 წლამდე ყოველწლიურად ფიქსირდებოდა.
ფატალური ავარიების რიცხვი შემცირდა შვიდიდან ხუთამდე 2021 წელს, მაგრამ დაღუპულთა რაოდენობა ბორტზე 121-დან 158-მდე გაიზარდა.
რაც შეხება ყველაზე უსაფრთხო ავიახაზების ათეულს, მთელს მსოფლიოში 5000-ზე მეტი ავიაგადამზიდავია. Qantas-მა მსოფლიოს მასშტაბით 384-ზე მეტ ავიაკომპანიას გადაუსწრო და რეიტინგში პირველობა დაბრუნდა.
Alaska Airlines არის ერთადერთი გადამზიდავი, რომელიც მდებარეობს შეერთებულ შტატებში, რომელიც ტოპ 10-ში მოხვდა. რაც შეეხება Emirates-ს, ის, 140-ზე მეტ ქვეყანაში, კვირაში 3600-ზე მეტ რეისს ახორციელებს.
თითოეულ ავიაკომპანიას შეუძლია მიიღოს შვიდი ვარსკვლავი მგზავრების უსაფრთხოებისადმი ურყევი ვალდებულებისთვის.
ავიაკომპანიები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა:
უსაფრთხოება,
ინოვაცია და ახალი თვითმფრინავების დანერგვა,
ინციდენტი ხუთი წლის განმავლობაში,
აუდიტები ავიაციის წამყვანი ასოციაციებისა და მმართველი ორგანოებიდან,
ფლოტის ასაკი,
პილოტების მომზადება,
მძიმე ინციდენტები ორი წლის განმავლობაში,
როგორ იცავენ ისინი COVID-ის რეკომენდაციებს.
2023 წლის ყველაზე უსაფრთხო ავიახაზების ათეული კი ასეთია:
· Qantas (Australia)
· Air New Zealand (New Zealand)
· Etihad Airways (UAE)
· Qatar Airways (Qatar)
· Singapore Airlines (Singapore)
· TAP Air Portugal (Portugal)
· Emirates (UAE)
· Alaska Airlines (United States)
· EVA Air (Taiwan ROC)
· Virgin Atlantic / Virgin Australia