2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მედლების საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა!
საქართველო – 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო
იაპონია 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო
საფრანგეთი 1 ოქრო, 1 ბრინჯაო. ასევე:
პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი ავიღეთ.
პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული ფინალი გაიმართა.
პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი გვყავს – ტატო გრიგალაშვილი
წყარო: ჯუდოს დღიურები