2023 წლის იმერეთის საუკეთესო კონცეპტუალურ რესტორანში – „ლილესთან“ სტუმრების 80% უცხოელები არიან

ლილე მაღლაფერიძემ ქუთაისში რესტორანი „ლილესთან“ 3 წლის წინ, პანდემიის დასრულების შემდეგ გახსნა და ამ 3 წლის განმავლობაში ქალაქის, ადგილობრივებისა და ტურისტების ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ადგილად აქცია. რესტორნის შექმნის საწყისი კაპიტალი 80 000 ლარი იყო, თუმცა როგორც „კომერსანტთან“ რესტორან „ლილესთან“ დამფუძნებელი ამბობს, ამ ხნის მანძილზე ინვესტიცია და ხარჯები კიდევ გაიზარდა. 3 წლის თავზე ლილე მაღლაფერიძემ ქუთაისში მეორე კონცეპტუალური რესტორანი „გალა“ გახსნა, მანამდე კი რესტორანმა „ლილესთან“ Gault&Millau Georgia-ს ჯილდო მიიღო და 2023 წლის იმერეთის საუკეთესო კონცეპტუალური რესტორანი გახდა.
ლილე მაღლაფერიძე „კომერსანტს“ რესტორნის შექმნაზე, კონცეფციაზე, ინვესტიციაზე, მომხმარებელსა და გეგმებზე ესაუბრა.
როდის გაიხსნა „ლილესთან“ და როგორია მისი კონცეფცია?
ლილე მაღლაფერიძე, რესტორნების „ლილესთან“ და „გალას“ დამფუძნებელი: „ლილესთან“ კონცეპტუალური რესტორანია, რომელეც 3 წლის წინ ქუთაისში გაიხსნა. როგორც კი კოვიდ-რეგულაციები მოიხსნა და შესაძლებელი გახდა სტუმრების მიღება, ჩვენც შევუდექით საქმიანობას.
მენიუში გვაქვს როგორ იმერული, ასევე იმერული კერძების თანამედროვე ინტერპრეტაციები. გასტრო ექსპერტი ქეთი კვიჭიძე მოვიწვიეთ და მან ჩვენთვის 10 იმერული კერძი გაათანამედროვა. მაგალითად, მენიუშია გოგრის ფხალი, რომლის რეცეპიც ქეთიმ თერჯოლაში მოიძია. აღსანიშანავია, რომ გოგრის ფხალი მჭადის ჩიფსებთან ერთადაა წარმოდგენილი და საკმაოდ გაყიდვადი კერძია. განახლებული კერძებიდან მენიუში გვაქვს ასევე: სოკო იმერულად ნიგვზით, იმერული სალათი, ყალია – ეს არის თაშმიჯაბი (რომელიცი მზადდება კარტოფილისა და ყველისგან) და ხბოს ხორცი საფერავით. ესეც ძალიან გემრიელი კერძია.
ამ 3 წლის განმავლობაში „ლილესთან“ პოპულარულ სივრცედ იქცა. ამას ხელს უწყობს თქვენთან დაგეგმილი ღონისძიებები. რომელ მათგანს გამოყოფდით?
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მხარს ვუჭერთ ბიო მეღვინეობას, განსაკუთრებით იმერულ ღვინოებს და ბოლო 2 წელია აქტიურად და სტაბილურად ვატარებთ დეგუსტაციებს. თვეში 1 დეგუსტაცია გვაქვს და ვცდილობთ, რომ ბუნებრივი ღვინო უფრო დიდ აუდიტორიას წარვუდგინოთ – არა მარტო ქართველებს, არამედ უცხოელ ტურისტებსაც.
ასევე გვაქვს შეხვედრები მწერლებთან და ფსიქოლოგებთან. ჩვენ სტუმრები იყვნენ: მწერლები , ლევან ბერძენიშვილი, დათო გორგილაძე, ალეკო შუღლაძე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე და სხვები.
რამდენი იყო რესტორნის ინვესტიცია?
დაახლოებით 3 წლის წინ 80 000 იყო დანახარჯი. მას შემდეგ, განვითარების პროცესში, კიდევ გაიზარდა ინვესტიცია. პროფესიით ფინანსისტი ვარ და პირადი დანაზოგით დავიწყე საქმიანობა.
ვინ არიან თვენი სტუმრები, ადგილობირვები თუ უფრო მეტად ტურისტები?
უფრო ტურისტები. როცა ანლიზს ვაკეთებთ, ძირითადად მაინც ტურისტების სექტორს ვემსახურებით. დაახლოებთ 80-20%-ზე – ასეა გადანაწილებული პროპორციულად ტურისტების და ადგილობრივების თანაფარდობა.
Gault&Millau Georgia-ს ჯილდო რომელ კატეგორიაში მიიღეთ და რას ნიშნვას ეს აღიარება თქვენთვის?
ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო შეფასება Gault&Millau-სგან. შარშან შემოდგომაზე იმერეთის წლის საუკეთესო კონცეპტუალური რესტორანი გავხდით. ქუთაისი მართლა არ არის განებივრებლი ივენთებით და ვფიქრობთ, რომ ამ რესტორანმა თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა საზოგადოებისთვის სასიამოვნო შეხვედრების ორგანიზებასა და იმერული ღვინის ცნობადობის გაზრდაში, რადგან ღვინის ფართო ასორტიმენტი და ბევრი მწარმოებელი გააცნო საზოგადოებას.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
ჯერჯერობით კონცენტრირებლი ვართ რესტორან „გალაზე“, რომელიც ქუთაისში 2 კვირის წინ გაიხსნა. ახლა სხვა გეგემებზე საუბარი ადრეა.

ასევე დაგაინტერესებთ