2023 წელს საქართველოში მედიკამენტების ექსპორტ-იმპორტი გაიზარდა

2023 წელს საქართველოდან ექსპორტზე 2 067 ტონა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გავიდა, რაც 2022 წლის მონაცემს 247 ტონით აღემატება.
ფულად გამოხატულებაში ექსპორტმა 2023 წელს 126.5 მილიონი დოლარი შეადგინა, 2022-ში კი – 109.5 მილიონი დოლარი. მთლიან ექსპორტში დამკურნალო საშუალებებს 2,1% უკავია.
რაც შეეხება იმპორტს, გასულ წელს ქვეყანამ უცხოეთის ბაზრებიდან 13 301 ტონა სამკურნალო საშუალებები შემოიტანა (მთელი იმპორტის 3,5%), რაც წინა წლის მონაცემებს 733 ტონით აღემატება. ფულად გამოხატულებაში იმპორტმა 543.1 მილიონი დოლარი შეადგინა, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 404.1 მილიონი დოლარი იყო.
Jandacva.ge