2023 წელს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წმინდა მოგება 26.4 მლნ ლარი იყო – ფინანსური ანგარიში

2023 წელს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) ამონაგები 98.1 მლნ ლარი იყო, წმინდა მოგება – 26.4 მლნ ლარია – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების 2023 წლის ფინანსური ანგარიშშია საუბარი.
ამავე ანგარიშიც მიხედვით, 2023 წელს საქართველოს აეროპორტებში რეისები 2019 წელთან შედარებით, 107%-ით გაიზარდა, მგზავრთნაკადი კი 115%-ით.
ანგარიში ვკითხულობთ, რომ განსაკუთრებით ისტორიული წელი იყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რომელმაც ოპერირების დაწყებიდან პირველად წლის ჭრილში მიიღო მილიონ მგზავრზე მეტი. 2023 წელს შემოსავლებმა შეადგინა 98,067 ათასი ლარი, წმინდა მოგებამ 26,404 ათასი ლარი.
2024 წლის მგზავრთანაკადის პროგნოზი, ფრენების სიხშირეები და შესაბამისად შემოსავლებიც უფრო მეტია 2023 წელთან შედარებით. ამჟამინდელი მგზავრთნაკადის პროგნოზი შეადგენს 6,5 მილიონ მგზავრს, – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების 2023 წლის ფინანსური ანგარიშში.