2023 წელს საქართველომ ეკოტურისტული სერვისებიდან 10,5 მლნ ლარი მიიღო

დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 10 447 166 ლარი შეადგინა, რაც წინა 2022 წლის მაჩვენებელთან (8 314 439 ლარი) შედარებით დაახლოებით 26%-ით არის გაზრდილი.
დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები ნაწილდება შემდეგნაირად: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები – შემოსავლების 54%
მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლები – შემოსავლების 42%
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები – შემოსავლების 1%
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები – შემოსავლის 1%
სხვა ადმინისტრაციები – შემოსავლიების 2%
ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლების 2% მოდის კოლხეთის, წალკის, ბორჯომ-ხარაგაულის, მტირალას, ალგეთის, თუშეთის, ჭაჭუნას, კინტრიშის, მარიამჯვარის, ჯავახეთის, მაჭახელას და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე.