2023 წელს მწვავე შიმშილი 282 მილიონ ადამიანს შეეხო

2023 წელს მწვავე შიმშილი 282 მილიონ ადამიანს შეეხო. ამის შესახებ ინფორმაცია გაეროს მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ მოხსენებაშია მოცემული.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ კონფლიქტები, ექსტრემალური კლიმატი და ეკონომიკური „შოკები“ აძლიერებს სასურსათო დაუცველობას მთელ მსოფლიოში.
სურსათის უვნებლობის საინფორმაციო ქსელის (FSIN) გლობალურმა მოხსენებამ სასურსათო კრიზისის შესახებ პერსპექტივას უწოდა „ბნელი“ და დასძინა, რომ 2022 წელთან შედარებით სასურსათო დაუცველობის წინაშე მყოფი ადამიანების რიცხვი 24 მილიონით გაიზარდა.
ანგარიში ერთობლივად მოამზადეს გაეროს რამდენიმე სააგენტომ, ევროკავშირმა , სამთავრობო უწყებებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
2023 წელი ზედიზედ მეხუთე წელი იყო, როდესაც გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც განიცდიან მწვავე სასურსათო დაუცველობას.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ამ კუთხით არის შემდეგ ქვეყნებში: ავღანეთი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეთიოპია, ნიგერია, სირია, იემენი.
ასევე, მოხსენების თანახმად, გასულ წელს, დაახლოებით 600 000 ადამიანი იყო შიმშილის ზღვარზე ღაზას სექტორში.

ასევე დაგაინტერესებთ

,,ვხედავთ ძალადობას: ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები, ამას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს არის ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები” – პრეზიდენტი