„2023 წელს კლიმატური კატასტროფებით ყველაზე მეტად აზია დაზარალდა“ – მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია

2023 წელს კლიმატური კატასტროფებით ყველაზე მეტად აზია დაზარალდა. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აქვეყნებს.
ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს აზიაში 79 წყალთან დაკავშირებული კატასტროფა მოხდა, რომელთა 80%-ზე მეტი წყალდიდობა იყო, რასაც საერთო ჯამში, 2 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ანგარიშის თანახმად, იაპონიაში ისტორიაში ყველაზე ცხელი ზაფხული დაფიქსირდა, ჩინეთის დიდ ნაწილში გვალვა იყო. ასევე დაჩქარებული ტემპით ლღვება აზიის მყინვარების უმეტესობა.

ასევე დაგაინტერესებთ

შარლ მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება აუცილებელი პირობაა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის, ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის – ირაკლი კობახიძე