2023 წელს ბაკურიანში ბინების გაყიდვებმა იკლო – როგორ ბინებზეა მოთხოვნა

Galt&Tagart-ის მიმოხილვის მიხედვით, 2023 წელს ბაკურიანში 956 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 26.1%-იანი კლებაა (2022 წლის რეკორდულად მაღალი ბაზის გამო).
საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, ბაკურიანში ამჟამად 14 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს და მათი უმეტესობა კოხტას მთასთან მდებარეობს.
„2023 წელს, ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 77.7% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების ნახევარი საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($801-1,200/მ2).
2023 წლის ბოლოს ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად მცირედით 2.7%-ით გაიზარდა. ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 42.0 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 20.6%-იანი კლებაა და პირველად ბაზარზე შემცირებულ ტრანზაქციებით აიხსნება“, – ნათქვამია მიმოხილვაში.