2023 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზატორებმა 176.9 მლნ. ლარის შემოსავალი მიიღეს

2023 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების შემოსავლებმა 176.9 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 11.4 მლნ. ლარი (6.4 პროცენტი) ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებული შემოსავალია, 153.2 მლნ ლარი (86.6 პროცენტი) – სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო 12.3 მლნ ლარი (7.0 პროცენტი) – სხვა შემოსავალი. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
ამავე პერიოდში ბაზრებისა და ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 108.9 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 36.5 მლნ. ლარია.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტ ტრამპის პოზიციაა, რომ მან უნდა გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან – როდესაც ამ ფონზე კონკრეტული ამერიკელი „დიფ სთეითის“ აგენტები უარყოფითად მოიხსენიებენ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს ეს არის ძალიან დიდი სპეკულაცია – ირაკლი კობახიძე