“2020 წელს იფრინა გახარიამ და ოცნებამ გახარიასთან ერთად”; “ძალიან შორს გაფრინდა….” – ბერდია სიჭინავა და გრიგოლ გეგელია

ტვ პალიტრის ეთერში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ბერდია სიჭინავა და ლელოს წევრი, გრიგოლ გეგელია.
გრიგოლ გეგელია:
ოძალიან კარგი იქნებოდა ივანიშვილისგან მოგვესმინა პასუხები, რგორ ჩაძირა ანაკლიის პორტის პროექტი, შეიძლებოდა ეს გახარიასთან ერთად მომხდარიყო, ვინმესთვის რამე აზრი აქვს, ვინ დააჭირა ანაკლიის ღრმადწყლოვანი პორტის ჩაძირვის ღილაკს ხელი? გახარიამ დააჭირა ხელი ივანიშვილის დავალებით, თუ ივნაიშვილმა – ს, ეს ხომ ერთად გააკეთეს? ერთად აქვთ პასუხი გასაცემი.
ბერდია სიჭინავა:
–რა არის ახლა ეს ჩაძირა გახარიამ, ვერ მოიტანეთ ინვესტიცია… დაელოდეთ არბიტრაჟს… ლელო ზის ირაკლი კობახიძის ტრენდზე… უცოდველი ლელო, უცოდველი, ასე არ თქვა ცოდვები არ გაგვაჩნიაო?
გრიგოლ გეგელია:
–რა ცოდვები? ხელისუფლებაში ვიყავით? ქოცების ტროლებს ნუ დაემსგავსებით. თქვენ გაქვთ ზუსტად ის პასუხი ანაკლიაზე, რაც აქვს ს. მე 20 ივნისიდან მოყოლებული
ბერდია სიჭინავა:
–20 ივნისზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეთანხმები?
გრიგოლ გეგელია:
–20 ივნისს იქ ვიყავი.
ბერდია სიჭინავა:
–დიახ, მეც იქ ვიყავი და მეც იმ პათოსს ვიზიარებდი, რაც ხდებოდა შტურმამდე…
გრიგოლ გეგელია:
–20 ივნისს მე იქ ვიყავი და მე კი არ ვიზიარებ კობახიძის პათოსს, შეიძლება მე დამეთანხმოს, კობახიძე მაშინ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირი და მას ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც ეკისრება გიორგი გახარიას. მე მაქვს მორალური უფლება, ამაზე ვისაუბრო, ამ ქვეყნის ისტორიაში არც მე და არც ჩემი გუნდი არც ერთი შავი ლაქის მონაწილე არ ვყოფილვართ.
ბერდია სიჭინავა:
–მაგაში ვერ დაგეთანხმებით, ჩვენი წარსული არის ჩვენი ძალა.
გრიგოლ გეგელია:
–თქვენი წარსული არის 20 ივნისი, თქვენი წარსული არის ია კერზაია.
ბერდია სიჭინავა:
–რა ია კერზაია, აი, ახლა ხარ ჩვეულებრივი ნაცური ტროლ–წარმომადგენელი. ხან ნაცია, ხან – ქოცი, რა ია კერზაია?
გრიგოლ გეგელია:
–მე ვარ ნაცი?
ბერდია სიჭინავა:
–ხაზარაძე არ იყო ს მოადგილეობას რომ აპირებდა?
გრიგოლ გეგელია:
–ეს იყო საერთო საქმე, ნიკა მელია რა შუაშია, ეს იყო გადამწყვეტი .
ბერდია სიჭინავა:
–მე მივესალმები თუ ლელო შეძლებს ნაცინალური მოძრაობის გავლენისგან გათავისუფლებას.
გრიგოლ გეგელია:
–რომელი გავლენისგან. არ გრცხვენია?
ბერდია სიჭინავა:
–ფანჩატურის ოოზიციას ეძახდნენ და ამ ფანჩატურში ისხდნენ….
გრიგოლ გეგელია:
–თქვენ მიერ გაყალბებული არჩევნების შედეგად…
ბერდია სიჭინავა:
–რა გაყალბებული, ეგ არჩევნები აღიარა საერთაშორისო საზოგადოებამ.
გრიგოლ გეგელია:
–ეს არჩევნები იყო დემოკრატიის ზღუბლზე მყოფი, სენატორმა შაჰინმა…
ბერდია სიჭინავა:
–რა გაყალბებული, იპონზე დაგდოთ გახარიამ 2020 წელს, რისი თავი გქონდათ 2020 წელს, იფრინა გახარიამ, 2020 წელს იფრინა გახარიამ და ოცნებამ გახარიასთან ერთად,
გრიგოლ გეგელია:
–კი, ძალიან კარგად იფრინა და ძალიან შორს გაფრინდა….