2013 წელი – შალვა პაპუაშვილი საია-ს ოფისში

2013 წელი – შალვა პაპუაშვილი საია-ს ოფისში, სასემინარო დარბაზში, სადაც ის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მაშინდელ წარმომადგენლებთან ერთად ჰარვარდელ პროფესორთან, ლორენს ლესიგთან შეხვედრას ესწრება. პაპუაშვილი ასევე იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ყოფილი თანამშრომელი.
🔴 გუშინ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა: “მე ენჯეოში არ ვყოფილვარ, არც ირაკლი კობახიძე. არც მე, არც ირაკლი კობახიძე ენჯეოში არ ვყოფილვართ” განუცხადა მან ჟურნალისებს გრანტების კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას, როდესაც პაპუაშვილმა ე.წ. გაგრილების პერიოდზე ისაუბრა, ჟურნალისტმა კი კითხა, მასაც ჰქონდა თუ არა ეს “გაგრილების პერიოდი”, როდესაც არასამთავრობო სექტორიდან პოლიტიკაში მოვიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო