2012 წლიდან დღემდე 3,5-ჯერ არის შემცირებული უკიდურესი სიღარიბე საქართველოში – მდინარაძე

„მსოფლიო ბანკის” მონაცემებით, 2012 წლიდან დღემდე 3,5-ჯერ არის შემცირებული უკიდურესი სიღარიბე საქართველოში – ახლა ილაპარაკონ ფასებზე, სიღარიბეზე და ეკონომიკაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„არ უნდა აგვერიოს: სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30% და ჩამოვიდა 15%-მდე. ახლა რა კვლევაც გამოქვეყნდა, ეს არის უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი, რომელიც 3%-ს ჩამოსცდა და ეს არის უდიდესი პროგრესი. ანუ, ახლა კანონზე რომ ვეკითხებით და ფასებზე რომ ლაპარაკობენ, ამ ხალხს ჰკითხეთ, როგორ მოხდა, რომ 2004 წელს უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი იყო უკეთესი, ვიდრე 2004-2012 წლებში.
„მსოფლიო ბანკის” მონაცემებით, 2012 წლიდან დღემდე 3,5-ჯერ არის შემცირებული უკიდურესი სიღარიბე საქართველოში და მათ რომ არ გავეჯიბროთ, 2017 წელთან შედარებით შემცირებულია ორჯერ. ახლა ილაპარაკონ ფასებზე, სიღარიბეზე, ეკონომიკაზე”, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოზარ სუბარი – ჩანაგდება ქვეყნები, ადამიანები იღუპებიან, ეკონომიკები ნადგურდება და ამ დროს, საქართველოში ეკონომიკური ზრდა პირველ ხუთ თვეში 9,6 %-ია – მშვიდობის შენარჩუნების მთავარი საყრდენია დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერება

მამუკა მდინარაძე – პრემიერის სიტყვებზე, რომ ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, ააგეს კამპანია, ამ დეზინფორმაციას არ ექვემდებარება ხალხი და ამიტომ სიამაყით შევაღებთ ევროპის კარს და საქართველო აღარასდროს დაუშვებს, ქვეყანა იმართებოდეს გარედან