2012 წელს კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი შეადგენდა სულ რაღაც 3.8 მილიონ დოლარს, უკვე წელს, 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა საინფორმაციო მომსახურების ექსპორტმა – ირაკლი ღარიბაშვილი

ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ხელშესახები შედეგი გვაქვს. 2012 წელს კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი შეადგენდა სულ რაღაც 3.8 მილიონ დოლარს. უკვე წელს 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა საინფორმაციო მომსახურების ექსპორტმა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 130-ჯერ არის გაზრდილი ექსპორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, საქართველოში IT კომპანიებში დასაქმებული მოქალაქეების საშუალო ხელფასი შეადგენს 8 000 ლარს.
„რაც შეეხება ზოგადად ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას. მინდა გითხრათ, რომ აქაც ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხელშესახები შედეგი. 2012 წელს კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი შეადგენდა სულ რაღაც 3.8 მილიონ დოლარს. უკვე წელს 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა საინფორმაციო მომსახურების ექსპორტმა. 130-ჯერ არის გაზრდილი ზოგადად ეს ექსპორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ აქ IT კომპანიებში დასაქმებული არიან ჩვენი მოქალაქეები, რომელთა საშუალო ხელფასი შეადგენს 8 000 ლარს. ძალიან ბევრი ინოვაციური დაფინანსდა ჩვენი მთავრობის მიერ, 250-ამდე ინოვაციური სტარტაპი არის დაფინანსებული ბოლო 11 წელიწადში. იზრდება საგრანტო პროგრამების საერთო მოცულობა. მინდა ასევე სიამაყით აღვნიშნო, რომ ამ სტარტაპებმა მოიზიდეს320 მილიონ ლარამდე კერძო ინვესტიცია და შექმნეს 3,000-ამდე ახალი სამუშაო ადგილი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია. რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მათთვის მისაღებია. ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო რადიკალები ქუჩაში

გახარიას და მისი პარტიის წევრებს ეგონათ, რომ 2020 წელი განმეორდებოდა, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ჩვენ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს შევუწყვიტეთ მანდატები და იგივე მოხდება მათ შემთხვევაშიც. სწორედ ამიტომ ისინი მაისში აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში