2010 წელს, ომიდან 2 წლის შემდეგ, მონაწილეობდნენ სამიტში, სადაც იყო არა მხოლოდ ლავროვი, არამედ – ც… მათი დღევანდელი საუბარი აბსოლუტური ფარისევლობაა – შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობაზე”

ოპოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ მოქმედებენ, არ ფიქრობენ, გადაწყვეტილებებს არ იღებენ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მათი მთავარი განმსაზღვრელი არის სხვების აყოლა, არ ფიქრობენ საქართველოს ეროვნული ინტერესებზე, გამოდიან სხვა ქვეყნების ინტერესებიდან და კარნახიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის განცხადებით, 2010 წელს ეუთო-ს სამიტში მონაწილეობდნენ და გრიგოლ ვაშაძე, 2008 წლის ომიდან ორი წლის შემდეგ.
“იმ პირობებში, როცა ომიდან გასული იყო ორი წელი, მონაწილეობდნენ ასტანის სამიტში, სადაც იყო არა მხოლოდ ლავროვი, არამედ – ც. ახლა საუბარი, რომ ერთ დარბაზში ყოფნა ოკუპანტთან არ შეიძლება, არის აბსოლუტური ფარისევლობა, თუმცა მათთვის სახელმწიფოს ოკუპაცია არ დაწყებულა 2008-ში, არამედ 2022 წელს გაახსენდათ, რომ საქართველო არის ოკუპირებული. ყველას გვახსოვს, რა იყო მათი პოლიტიკა – ვიზები გაუქმება, საზღვარზე რუსი ტურისტების შეგებება, ის, რომ ერთადერთი ბერკეტი, რომელიც საქართველოს ჰქონდა რუსეთთან მიმართებით, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობა, ესეც დათმეს. “ნაციონალური მოძრაობა” არასდროს მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით, ყოველთვის მოქმედებდნენ სხვების კარნახით,” – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რატომაც არიან ევროპელი ბიუროკრატები გაბრაზებულები ქართველ ხალხზე არის ის, რომ 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყანამ როგორ გავბედეთ და ამხელა ევროკავშირს მოვთხოვეთ, მოდი გაასაჯაროვე ჩვენს ქვეყანაში რა ფულს ხარჯავო

ლონდონში მიმდინარე დავის გარშემო რაც ხდება, ეს არ არის უბრალოდ ფინანსური პროცედურა ან ბანკის გადაწყვეტილება. ეს არის პროცესების რგოლი, რაც გარკვეულ ძალებს სურთ გამოიყენონ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი „დასაჯონ“, რადგან საქართველოს ინტერესები უცხოელი მოთამაშეების ახირებებზე წინ დააყენა

ვერავითარი ფინასური თუ პოლიტიკური სანქცია ბიძინა ივანიშვილს ვერ შეაჩერებს საქველმოქმედო საქმიანობისაგან და მამაულიშვილური პროექტების განხორციელბისგან, ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის რამეში გაცვლა ხომ საერთოდ წარმოუდგენელია