ვატიკანში საშობაოდ იგეგმებოდა 29 მეტრი სიგრძის 200 წლის ნაძვის ხის მოჭრა, რათა საშობაოდ წმინდა პეტრეს მოედანზე დაედგათ. როდესაც აქტივისტებმა ამის შესახებ შეიტყვეს, შექმნეს პეტიცია ხის ცოცხლად შენარჩუნების მოთხოვნით.
აქტივისტებმა გაიხსენეს, რომ რომის პაპი ყოველთვის ემხრობოდა გარემოს დაცვას და პაპ ფრანცისკეს მისწერეს ღია წერილი ხის ცოცხლად შენარჩუნების თხოვნით.
პეტიციას უკვე 40 ათასი ხელმომწერი ჰყავს.
ნაძვი იზრდება ლედროს ხეობაში ჩრდილოეთ იტალიაში. ნაძვის გადასარჩენად საქალაქთაშორისო გზის გადაკეტვაც დაანონსდა. მოსახლეობა ქალაქის მერს ადანაშაულებს იმაში, რომ მათი ინფორმაციით, ჯუჯა სახელმწიფოს გასაფორმებლად ვატიკანში კიდევ 39 ხის გაგზავნას აპირებს.
ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ნაძვის ხის განთავსების ტრადიცია 1982 წელს დაიწყო. მას შემდეგ, ვატიკანი ყოველწლიურად იღებს ხეს იტალიის რეგიონებიდან ან ევროპის სხვა ქვეყნებიდან.