20 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ჩაქოლა

20 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ჩაქოლა – პროკურატურის ცნობით, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული  მიშა სუხიშვილი დამნაშავედ ცნო.

უწყების  ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 11 ნოემბერს, საგარეჯოში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ბლაგვი საგნით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა.

  • ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 109 მუხლის „კ“,„მ“,„პ“ ქვეპუნქტებით წარედგინა.

მსჯავრდებული კაცი მკვლელობამდე ცოლზე ძალადობის მუხლით იხდიდა სასჯელს – როგორც “პირველებს” საგარეჯოში უთხრეს, მიშა სუხიშვილმა ციხე”ოცნების ამნისტიით” დროზე ადრე დატოვა.

ადგილობრივები მომხდარი სასტიკი დანაშაულის მოტივად შურისძიებას ასახელებენ. ამბობენ, რომ ციკო სულიკაშვილს ყოფილმა მეუღლემ ციხეში გაშვება არ აპატია.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!