20 ოქტომბერი, 18:00 საათი – სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია დააანონსეს

სტუდენტებმა “ქართული ოცნების” განათლების რეფორმის საპასუხოდ, ორშაბათს, 20 ოქტომბერს, 18:00 საათზე განათლების სამინისტროსთან აქცია დააანონსეს.

სტუდენტები აცხადებენ, რომ რეფორმების მიზანი “კრიტიკული აზრის ჩახშობა, ცენზურა და უნივერსიტეტებში პარტიული პოლიტიკის გატარებაა”.

ისინი სხვა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებელს მოუწოდებენ, შეუერთდნენ წინააღმდეგობაში.

გვსურს გამოვეხმაუროთ ირაკლი კობახიძის განცხადებას განათლების სისტემაში რეფორმების განხორციელების დაანონსებასთან დაკავშირებით. მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ საგანმანათლებლო სივრცე მუდამ დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა ავტოკრატიული რეჟიმებისთვის, ვინაიდან ის ყოველთვის ღიად და ხმამაღლა ამხელდა მათ, ასეა დღესაც. ბოლო წლების განმავლობაში ვნახეთ, რომ “ქართული ოცნების” მხილებასა და წინააღმდეგობაში დიდი წვლილი სტუდენტებს, ლექტორებს და მასწავლებლებს მიუძღვით. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ “ქართული ოცნების” რეპრესიების მთავარ სამიზნეს ზუსტად ეს სივრცეები წარმოადგენს. 

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რეფორმები მიზნად არ ისახავს, საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. მიზეზი, რისთვისაც მ ეს ცვლილებები დააანონსა არის ამ სივრცეებში კრიტიკული აზრის ჩახშობა, ცენზურა და უნივერსიტეტებში პარტიული პოლიტიკის გატარება. ასევე, ეს არის მუქარის გზავნილი იმ უნივერსიტეტებისთვის, რომლებიც ღიად გამოთქვამენ კრიტიკულ დამოკიდებულებას ქვეყანაში არსებული რეჟიმის მიმართ. ეს ხედვა მხოლოდ და მხოლოდ ქართული უმაღლესი განათლების ევროპული აკადემიური სივრციდან იზოლირებას და დამორჩილებას ემსახურება.

ჩვენ, სტუდენტები, ვალდებულები ვართ დავიცვათ ეს სივრცე, ადგილი, რომელიც გვზრდის და გვაყალიბებს მოქალაქეებად, მისი ინტელექტუალური, თუ იდეოლოგიური შინაარსით, ადგილი რომელიც ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანია ქვეყნისა და ჩვენი მომავლისთვის. 

ამიტომ, ორშაბათს, 20 ოქტომბერს, 18:00 საათზე ვაანონსებთ აქციას განათლების სამინისტროსთან და მოვუწოდებთ თითოეულ სტუდენტსა და პროფესორ-მასწავლებელს, მათ შორის მათ ვინც აქამდე ჩართულები არ იყავით, შემოგვიერთდით წინააღმდეგობაში, რადგან დღეს “ქართული ოცნების” რეჟიმი ჩვენი განათლების და მომავლის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენი დუმილით ავტორიტარიზმის დამყარების და სამშობლოს მიტოვების თანამონაწილენი ვხდებით,” – განაცხადეს სტუდენტებმა. 

ცნობისთვის, მ გუშინ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ სკოლები 11-წლიანი პროგრამით იმუშავებენ, ბაკალავრიატი 3-წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურა – 1-წლიანი.

ასევე, დაგეგმილია, რომ თითო ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებდეს და ქვეყნის მეორე უმაღლესი განათლების ცენტრი ქუთაისში შეიქმნას.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე გიორგი: ყველასათვის გახდა ცნობილი არაბული კომპანიის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში… კომპანია რომელიც გაცხადებულად იძახის, რომ 30 000 კაცს ჩამოიყვანს და მისი ტომელები შეისყიდიან და ჩასახლდებიან აქ, მაშინ რას ვაკეთებთ ჩვენ?