20 იანვრამდე სიმშვიდე გვექნება… პატარა „კუდები“ შეიძლება იყოს, მაგრამ „ნაცმაიდანი“ უკვე ჩავარდა – პრემიერი

20 იანვრამდე სიმშვიდე გვექნება… პატარა „კუდები“ შეიძლება იყოს, მაგრამ „ნაცმაიდანი“ უკვე ჩავარდა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 4 წელი გავიდა 2020 წლის ნოემბრიდან დღემდე და ამ 4 წლის განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციისა და „ნაცმაიდნის“ ორგანიზების 4 მცდელობა იყო.
„ეს ყველაფერი იყო ძალიან უსიამოვნო, გარკვეული კითხვები ისმებოდა ხოლმე ჩვენს ნაბიჯებთან დაკავშირებით, მათ შორის ამ კონტექსტში. ერთი რამ მინდა შეგახსენოთ, ამ 4 მცდელობის მაგივრად, რომ ყოფილიყო ერთი მცდელობა, მაგალითად ახლა, ამ მცდელობის რესურსი იქნებოდა ბევრად უფრო ძლიერი. ახლა ჩანს, რომ ძალიან ბევრი რესურსი გაანიავეს დროდადრო ამ 4 წლის განმავლობაში. შესაბამისად, რევოლუციის მცდელობის მეოთხე ტალღა იყო ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე შეიძლებოდა, ყოფილიყო სხვა შემთხვევაში. ამ აქციებზე თქვენ ხედავდით, რომ აღარ ჩანდა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ტუჩსაცხს ისვამდა პოლიციელის წინაშე, ან ყვავილით მისული ახალგაზრდა გოგონები, ან ქორწილიდან გამოქცეული წყვილი აქციაზე მისული, გაცვდა ყველაფერი, რაც აკერმანის სახელმძღვანელოში ეწერა. მეოთხე ტალღა რევოლუციის მოწყობის, „ნაცმაიდნის“ მცდელობის იყო ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე ეს შეიძლებოდა, ყოფილიყო სხვა შემთხვევაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…