20 იანვარს უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოგვიანებით ის გაუქმდა

20 იანვარს ში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა, იტყობინებიან ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალები.
როგორც სამხედროებმა განაცხადეს, ს ქალაქ მოზდოკის აეროდრომიდან აფრინდა ავიაგამანადგურებელი MiG-31K.
რამდენიმე საათის შემდეგ საჰაერო განგაში კვლავ გაუქმდა, ვინაიდან რუსეთის მხრიდან რაკეტების გაშვება არ დაფიქსირებულა.
წუხელ რუსეთის ჯარებმა 7 მოიერიშე კამიკაძე დრონით, „Shahed-136/131“-ით შეუტიეს უკრაინას, ნათქვამია სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ ცნობაში.
„20 იანვარს ღამით ოკუპანტებმა 7 უპილოტო საფრენი აპარატი „Shahed-136/131“-ით განახორციელეს იერიში პრიმორსკი-ახტარსკის რაიონიდან და სამი მართული რაკეტა S-300-ით – დროებით ოკუპირებული ლუგანსკის ოლქიდან დონეცკის ოლქის მიმართულებით,“ განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო ძალების პრესსამსახურმა.
ცნობილია, რომ მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა გაანადგურეს 4 რუსული დრონი, დანარჩენმა 3-მა მიზანს ვერ მიაღწია.
რუსეთის სამხედროები რეგულარულად უშენენ ცეცხლს უკრაინის ტერიტორიებს, რომლებიც მათი რაკეტების, დრონებისა და არტილერიის წვდომის არეშია – მათ შორის სამოქალაქო ობიექტებს. მიუხედავად მტკიცებულებებისა, მოსკოვი აცხადებს, რომ ამ დარტყმების სამიზნეები მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – უნდა შევთანხმდეთ, თუ რას ვეძახით არჩევნებს – იმედი მაქვს, საბოლოოდ, ყველა რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ყველა ვიტყვით, რომ ცირკი, რომელსაც „ქართული ოცნება“ დადგამს, არჩევნები არ არის!

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს