20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ქაშმირის ინდურ ნაწილში ტერორისტების მიერ ტურისტებზე თავდასხმის შედეგად

სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ტურისტების ჯგუფს ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ტერიტორიაზე.
თავდასხმა მოხდა პაჰალგამში, ჰიმალაის მთებში მდებარე პატარა ქალაქში, რომელიც თავისი ლამაზი ხედებითაა ცნობილი და მას „ინდოეთის შვეიცარიასაც“ უწოდებენ ხოლმე. გაზეთი Indian Express-ი პოლიციის ანონიმ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ცეცხლი ორმა ან სამმა პირმა გახსნა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა და ვინაობა ჯერ უცნობია.
„როიტერსის“ ცნობით, პასუხისმგებლობა თავდასხმაზე აიღო ნაკლებად ცნობილმა სამხედრო დაჯგუფებამ სახელად “ქაშმირის წინააღმდეგობა”. მათ სოციალური მედიით გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ 85000-ზე მეტი “გარედან ჩამოსული” დასახლდა რეგიონში, რამაც გამოიწვია “დემოგრაფიული ცვლილება”. „ძალადობა იქნება მიმართული მათ მიმართ, ვინც აქ უკანონოდ დასახლებას ცდილობს“, – ნათქვამია განცხადებაში. ამ განცხადების ნამდვილობის გადამოწმება „როიტერსმა“ ვერ შეძლო.
მუსლიმებით დასახლებულ რეგიონში ხანგრძლივი აჯანყება მიმდინარეობს, თუმცა ძალადობა ბოლო წლებში შემცირდა.
ინდოეთის მმართველობის წინააღმდეგ აჯანყება რეგიონში 1989 წელს დაიწყო და მან დღემდე ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების და უსაფრთხოების ძალების. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში იქ შედარებით სიმშვიდე იყო.
ქაშმირი 1947 წლიდანაა გაყოფილი ინდოეთსა და პაკისტანს შორის, მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს, თუმცა ორივე მხარე პრეტენზიას აცხადებს რეგიონის სრულ კონტროლზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის