20 იანვარს ადგილობრივ ცვილის ფიგურებს დაემართება „იროდიონის სინდრომი“ („ცისფერი მთები“) – აი შარვალი რომ გაერღვა, თანაც ისე, ამის სპეციფიკური ხმაც რომ ისმის

20 იანვარს ადგილობრივ ცვილის ფიგურებს დაემართება „იროდიონის სინდრომი“ („ცისფერი მთები“) – აი შარვალი რომ გაერღვა, თანაც ისე, ამის სპეციფიკური ხმაც რომ ისმის
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ “ეხო კავკაზა”-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება და წერს, რომ “ეხო კავკაზას” ასკინკილით მოხტუნავე ცნობილი “ექსპერტები” ერთმანეთს ეჯიბრებიან “პირიქითა არმაგედონის” სურათის წარმოსახვაში.
„20 იანვარს ადგილობრივ ცვილის ფიგურებს დაემართება “იროდიონის სინდრომი” (“ცისფერი მთები”) – აი შარვალი რომ გაერღვა, თანაც ისე, ამის სპეციფიკური ხმაც რომ ისმის. ყველა ეუბნება: “გაგერღვაო კაცო შარვალი” – და არაო, ჯიუტად იქნევს ხელს იროდიონი. რეჟისორი აქაც გვიტოვებს ინტრიგას – ეს იროდიონის გარღვეული შარვლის ხმა იყო თუ ჭერზე გამსკდარი ბიაზის.
რა მნიშვნელობა აქვს – ვერც ბიაზის გასკდომას ათვითცნობიერებენ ნგრევისკენ განწირული შენობის მობინადრენი: ხან მიწის ქვეშ ეძებენ მიზეზებს და ხან მოტობურთს აბრალებენ. საბოლოო ჯამში მაინც გაქცევით შველიან თავს. ამხელა შესავალი რისთვის დამჭირდა: “რადიო თავისუფლების”, როგორც მთავარი რეზიდენტურის ფილიალის, “ეხო კავკაზას” ბოლო პუბლიკაციას გაეცანით, სადაც ასკინკილათი მოხტუნავე ცნობილი “ექსპერტები” ერთმანეთს ეჯიბრებიან “სასოწარკვეთილი დიასახლისების” საუკეთესო ტრადიციებში “პირიქითა არმაგედონის” სურათის წარმოსახვაში: “ქართული ოცნება” კუთხეშია მომწყვდეული, მისი ამომრჩეველი უმცირესობაშია, -მ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და ა.შ. ანუ პროფესიონალი-დეზინფორმატორების პოზიციებიდან მაქსიმალურად ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ “იროდიონს შარვალი არ გაერღვა” და შენობის ნგრევას მხოლოდ “მოტობურთის გაუქმება” შეუწყობს ხელს.
“ეხო კავკაზას” პუბლიკაციის მთავარი გმირები – ღვაწლმოსილი და “დამსახურებული” აგენტები არიან, რომელთა ჯაშუშობაში სამართლებრივი მხილება, წესით მხოლოდ სახელმწიფოს პოლიტიკურ ნებასა და დროის ფაქტორზე უნდა იყოს დამოკიდებული,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

აღმაშფოთებელია, რომ ხდება განსხვავებული აზრის დევნა. ერთადერთი ძალაა „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელმაც ხმა აიმაღლა ამ უმსგავსობის წინააღმდეგ, რომელსაც ჰქვია „დიფ სთეითის“ მიერ ჩანერგილი ძალები სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოებში