“2.1 მილიონი ადამიანი უცებ მთლიანად გაქრა” – ბექა კობახიძე

ილიაუნის პროფესორი, ბექა :
1915 წლის მდგომარეობით, ოსმალეთის იმპერიაში 2.1 მილიონი სომეხი ცხოვრობდა. უცებ, ეს ხალხი მთლიანად გაქრა. ამ მასშტაბის ტრაგედია არათუ ჩვენი რეგიონის ისტორიაში არ მომხდარა, არამედ მსოფლიო ისტორიაშიც სულ რამდენიმეა – ჰოლოკოსტი, კამბოჯის გენოციდი, ჰოლოდომორი და რუანდა. სომხების გენოციდი, აბსოლუტურ ციფრებში, უფრო მასშტაბურია, ვიდრე რუანდის გენოციდი. ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით. მე გამიგია, რომ რუანდის გენოციდი უსწავლებიათ ქართულ უნივერსიტეტებში, მაგრამ სომხების გენოციდი – არა. ისეთი დამოკიდებულება გვაქვს, თითქოს ეს სადღაც ახალ ზელანდიასთან მოხდა. საქართველოს მოსახლეობის 4.5% ეთნიკური სომხები არიან, ბევრი მათგანი გენოციდს გადარჩენილთა შთამომავალია. ბევრმა, განსაკუთრებით თბილისში, სომხური არც იცის და ქართულად საუბრობს ან უკეთ საუბრობს ქართულად, ვიდრე სომხურად. მე არ მახსენდება წიგნი, სტატია, გადაცემა ქართულ ენაზე, რომელიც ამ თემას დაეთმო (თუ ვცდები, შემისწორეთ). სომხების გენოციდმა არამხოლოდ ტრაგედია, არამედ ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკაც წარმოშვა – ის რომ სატრანზიტო გზები გადის საქართველოზე და არა სომხეთზე, სომხეთისთვის საქართველო სასიცოცხლო ფანჯარა რომ არის, სამხრეთ კავკასიაში ერთიანი ეკონომიკურ-პოლიტიკური სივრცის შექმნა რომ ვერ ხერხდება, ეს ყველაფერი ჩვენზე სასიცოცხლო გავლენას ახდენს და ამის მიზეზი, მნიშვნელოვანწილად, გენოციდია. ამიტომ, ტრაგედიის 110 წლისთავზე, თურქოლოგ Sandro Bakuradze-სთან ერთად დავსხედით და დეტალურად მოვყევით ეს ისტორია:

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – რეალურად, „ქოცს“ ახლა უნდა, ძლიერის პოზიციაში იყოს და ხალხს აჩვენოს, როგორი მაგრები არიან, გზავნილით: „ცნობილ ხალხს რას ვუკეთებთ და მოქალაქეებს რას გიზამთ, წარმოიდგინეთ“

Reuters – ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ინდოეთის, ბრიტანეთის, პორტუგალიისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, შენობებს დაეცა – ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ბევრი ადამიანი დაიღუპა“